ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

State Agency of Oil and Gas

საიტის რუკა
8 მაისს სააგენტომ და Jindal Petroleum Georgia Limited-მა IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების დამატებებს მოაწერეს ხელი, რომლებითაც Jindal Petroleum Georgia Limited-მა წილები გადასცა Schlumberger Rustaveli Company Limited-ს (შლუმბერჟე). შლუმბერჟემ იკისრა ვალდებულება იმოქმედოს დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების გრაფიკის შესაბამისად --------- იხილეთ https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/------ see https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/
შემთხვევითი ფოტო
2017 წლის ნავთობის გადამუშავების ანგარიში

საქართველოში 2017 წელს გადამუშავდა 23425.53 ტონა ნავთობი  და   მიღებულ იქნა:

ნაფტა 3424.9 ტონა;

ბენზინი 2197.7 ტონა;

დიზელი 9986.9 ტონა;

მაზუთი 8751.9 ტონა.

შპს „გლობუსი“ და შპს „ზდ ნავთობის კომპანია“ საქართველოში ლიცენზირებული ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

ორივე საწარმოზე ლიცენზიები გაიცა 2015 წელს და განისაზღვრა 25 წლის ვადით.

შპს „გლობუსი“ ქარხანა მდებარეობს თბილისში რკინიგზის სადგურ „ველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი წარმადობა ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით შეადგენს 80.000 ტონას წელიწადში. 

შპს „ზდ ნავთობის კომპანია“ მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელ მარტყოფშივაზიანის ტერიტორიაზე და მისი წარმადობა  წელიწადში  130.000 ტონაა. 

შპს „გლობუსი“ სხვადასხვა მიზეზის გამო ამ ეტაპზე არ ახორციელებს ნედლი ნავთობის გადამუშავებას.

შპს „ზდ ნავთობის კომპანია“ ნავთობის გადამუშავების საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში  ნედლი ნავთობის გადამუშავების  შედეგად  ღებულობს ნაფტას, ბენზინს, დიზელს და მაზუთს.

ნავთობპროდუქტების ხარისხობრივი მაჩვენებლები რეგულირდება საქართველოს მთავრობის ”საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” და ”დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” დადგენილებების შესაბამისად. 

აკრედიტირებული  ლაბორატორიის მიერ ჩატარებული  ანალიზის საფუძველზე საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტები სრულად აკმაყოფილებენ ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებს.  საავტომობილო ბენზინში ტყვიის შემცველობა  არ აღმოჩნდაარომატული ნაშირწყალბადების მოცულობითი წილი 25%-ია   და გოგირდის მასური წილი     არის  8 მგ/კგ . 

დიზელის საწვავში  ცეტანის ინდექსი 50.5  და   გოგირდის მასური წილი  99 მგ/კგ-ია.

სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო” საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონტროლს უწევს თავის ლიცენზიანტებსროგორც ტექნოლოგიური პროცესის მონიტორინგის კუთხით, ასევე მათ მიერ მიღებული ნავთობპროდუქტების ხარისხობრივი ნორმების დაცვის თვალსაზრისით. 



2014 © State Agency of Oil and Gas