ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

State Agency of Oil and Gas

საიტის რუკა
8 მაისს სააგენტომ და Jindal Petroleum Georgia Limited-მა IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების დამატებებს მოაწერეს ხელი, რომლებითაც Jindal Petroleum Georgia Limited-მა წილები გადასცა Schlumberger Rustaveli Company Limited-ს (შლუმბერჟე). შლუმბერჟემ იკისრა ვალდებულება იმოქმედოს დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების გრაფიკის შესაბამისად --------- იხილეთ https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/------ see https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/
შემთხვევითი ფოტო
სსიპ „საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს“ განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ ამერიკელი კონგრესმენების ტედ პოსა და გეინ გრინის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც კონგრესმენები საუბრობენ საქართველოში კომპანია „Frontera Resources“ საქმიანობის შესახებ.
კომპანია „Frontera Resources“ აწარმოებს ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, XII სალიცენზიო ბლოკზე.
კომპანია ფრონტერასა და საქართველოს მხარეს შორის ურთიერთობას აწესრიგებს 1997 წელს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება. ქართული მხარე მოქმედებს აღნიშნული ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით და ამასთან, მოითხოვს ფრონტერას მხრიდან მის ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას. გავრცელებული ინფორმაცია კომპანია ფრონტერას ინტერესების სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არასწორია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოითხოვს მხარეების მიერ კონფიდენციალურობის პირობების დაცვას, ამიტომ მოკლებული ვართ დამატებითი დეტალების გასაჯაროვების შესაძლებლობას.

2014 © State Agency of Oil and Gas