ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

State Agency of Oil and Gas

საიტის რუკა
8 მაისს სააგენტომ და Jindal Petroleum Georgia Limited-მა IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების დამატებებს მოაწერეს ხელი, რომლებითაც Jindal Petroleum Georgia Limited-მა წილები გადასცა Schlumberger Rustaveli Company Limited-ს (შლუმბერჟე). შლუმბერჟემ იკისრა ვალდებულება იმოქმედოს დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების გრაფიკის შესაბამისად --------- იხილეთ https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/------ see https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/
შემთხვევითი ფოტო
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები საქართველოში

საქართველოში არის ორი ლიცენზირებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა:   შპსგლობუსი და შპსზდ ნავთობის კომპანია. ორივე საწარმოზე ლიცენზიები გაიცა 2015 წელს და განისაზღვრა 25 წლის ვადით.

შპს გლობუსი ქარხანა მდებარეობს . თბილისში რკინიგზის სადგურველისმიმდებარე ტერიტორიაზე და მისი წარმადობა ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით შეადგენს 80.000 ტონას წელიწადში.

შპსზდ ნავთობის კომპანია მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელ მარტყოფში,  ვაზიანის ტერიტორიაზე და მისი წარმადობა ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით შეადგენს 130.000 ტონას წელიწადში.

შპს გლობუსი სხვადასხვა მიზეზის გამო  ამ ეტაპზე  არ ახორციელებს ნედლი ნავთობის გადამუშავებას.

შპს ზდ ნავთობის კომპანია ნავთობის გადამუშავების საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებს ნედლი ნავთობის გადამუშავებას, რის შედეგადაც ღებულობს ნაფტას, ბენზინს, დიზელს და მაზუთს.

ნავთობპროდუქტების ხარისხობრივი მაჩვენებლები რეგულირდება საქართველოს მთავრობის  ”საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” და ”დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” დადგენილებების შესაბამისად.

სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო” საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონტროლს უწევს თავის ლიცენზიანტებს, როგორც ტექნოლოგიური პროცესის მონიტორინგის კუთხით, ასევე მათ მიერ მიღებული ნავთობპროდუქტების ხარისხობრივი  ნორმების დაცვის თვალსაზრისით.

2017 წლის მე-III კვარტლის მდგომარეობით  საქართველოში ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად   წარმოებულია:

 

ნაფტა 1371.8 ტონა; 

ბენზინი 1775 ტონა;

დიზელი 4426.8 ტონა;

მაზუთი 3717.9 ტონა.



2014 © State Agency of Oil and Gas