ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

State Agency of Oil and Gas

საიტის რუკა
8 მაისს სააგენტომ და Jindal Petroleum Georgia Limited-მა IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების დამატებებს მოაწერეს ხელი, რომლებითაც Jindal Petroleum Georgia Limited-მა წილები გადასცა Schlumberger Rustaveli Company Limited-ს (შლუმბერჟე). შლუმბერჟემ იკისრა ვალდებულება იმოქმედოს დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების გრაფიკის შესაბამისად --------- იხილეთ https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/------ see https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/
შემთხვევითი ფოტო
ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

2017 წლის 9 იანვარს, სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა  და სს ნავთობისა და გაზის კორპორაციას  შორის გაფორმდა სამგორი სამხრეთი თაღის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ორი შემფასებელი ჭაბურღილის გაბურღვას. მათი გამოყენება შესაძლებელია მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისათვის.

 

27 თებერვალს სააგენტომ გასცა გადამუშავების (კომპაუნდირება) საქმიანობის ლიცენზია შპს „ზდ ნავთობის კომპანიაზე“, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ნავთობის გადამუშავების ზრდას.

 

3 აპრილს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად (2017 წლის 8 მაისის პრესრელიზი). ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ წარმოადგინა განაცხადი, რაც ხაზს უსვამს საქართველოს აღიარებას ბიზნესის ხელშემწყობ ქვეყნად. ბიზნესის წარმოების მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს, რითაც ჩამორჩება ავსტრალიას, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყანას და უსწრებს გერმანიას (მე-17 ადგილი), ევროპის ეკონომიკის ცენტრს და კანადას (22-ე ადგილი), რომელიც ასევე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით.

 

22 მაისს სააგენტოში საჯაროდ გაიხსნა სალიცენზიო ბლოკებზე შემოტანილი განაცხადები.    სატენდერო კომისიის რეკომენდაციისა და სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების  საფუძველზე საუკეთესო განაცხადად მიჩნეულ იქნა:

 

V სალიცენზიო ბლოკი - კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIA სალიცენზიო ბლოკი -კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIB სალიცენზიო ბლოკი - კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIC სალიცენზიო ბლოკი - შპს "სი-ბი-ემ ჯორჯია";

XIF სალიცენზიო ბლოკი - Georgia Oil and Gas Ltd; Georgia New Ventures Inc.

 

აღნიშნული კომპანიები 55 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ საქართველოს ენერგოსექტორში. მას შემდეგ, რაც ეს კომპანიები წარმოადგენენ მოთხოვნილ დოკუმენტაციას, ხელმოწერის ბონუსის გადახდის უზრუნველსაყოფად მოთხოვნილი საბანკო გარანტიის ჩათვლით, დაიწყება მოლაპარაკებები პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების გასაფორმებლად. შედეგად, ყველა კომპანია ვალდებული იქნება განახორციელოს სამუშაოები შესაბამისი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური სამუშაო პროგრამების შესაბამისად. 

 

20 მარტს Vectra Petroleum Limited-მა და სააგენტომ მოაწერეს ხელი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატებას, რომლითაც VIIB სალიცენზიო ბლოკზე გაცემულ ლიცენზიაში ვექტრას წილის 50% გადაეცა NauticAWT Pte Limited-ს, რომელიც დამატებით ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მოზიდვას განაპირობებს ზემოთ აღნიშულ ბლოკზე ძებნა-ძიების საქმიანობაში.

 

8 მაისს სააგენტომ და Jindal Petroleum Georgia Limited-მა IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების დამატებებს მოაწერეს ხელი, რომლებითაც Jindal Petroleum Georgia Limited-მა წილები გადასცა Schlumberger Rustaveli Company Limited-ს (შლუმბერჟე). შლუმბერჟემ იკისრა ვალდებულება იმოქმედოს დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების გრაფიკის შესაბამისად.

 

XIA სალიცენზიო ბლოკზე Georgia Oil and Gas Limited-მა და Trialeti Petroleum Limited-მა გამოიყენეს მათი უფლება 2011 წლის 25 ნოემბრის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით და შესაბამისი შეტყობინება გაუგზავნეს  სააგენტოს.

 

26 ივნისს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, სს ნავთობისა და გაზის კორპორაცის წარმომადგენლებსა და   Frontera Resources-ის (ფრონტერა) ხელმძღვანელებს შორის შედგა შეხვედრა, რომელზედაც განიხილეს  XII სალიცენზიო ბლოკზე დაგეგმილი სამუშაოები და ფრონტერას მიერ აშშ-ს  ხელისუფლების წარმომადგენლებთან  გაკეთებული უსაფუძვლო და უარყოფითი განცხადებები საქართველოში  საინვესტიციო კლიმატის შესახებ. შეხვედრა დაიგეგმა ფრონტერას  2017 წლის 11 აპრილის  განცხადების საფუძველზე,    XII სალიცენზიო ბლოკზე  ნავთობის  კომერციული მოპოვების განხორციელების შესაძლებლობის შესახებფრონტერას 2016 წლის წლიური ფინანსური ანგარიშის თანახმად, ფრონტერას მიერ ნედლი ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებულმა მთლიანმა მოგებამ 2016 წელს 3.1 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო წმინდა დანაკარგებმა 23.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინაფრონტერამ მაისში განაცხადა, რომ მისი სამუშაო პროგრამის მხარდაჭერისა და მოგების მიზნებისათვის მას სტრატეგიული სამრეწველო პარტნიორი ესაჭიროება. ნებისმიერმა გადაცემამ კი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

 



2014 © State Agency of Oil and Gas