ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

State Agency of Oil and Gas

საიტის რუკა
8 მაისს სააგენტომ და Jindal Petroleum Georgia Limited-მა IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების დამატებებს მოაწერეს ხელი, რომლებითაც Jindal Petroleum Georgia Limited-მა წილები გადასცა Schlumberger Rustaveli Company Limited-ს (შლუმბერჟე). შლუმბერჟემ იკისრა ვალდებულება იმოქმედოს დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების გრაფიკის შესაბამისად --------- იხილეთ https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/------ see https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/
შემთხვევითი ფოტო
ტენდერში გამოვლენილი საუკეთესო განაცხადის წარმომდგენი კომპანიები

საქართველოს სახელმწიფომ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით, ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის და ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი ეროვნული წესების თანახმად, 2017 წლის  3 აპრილს გამოაცხადა  ღია საერთაშორისო ტენდერი  საქართველოს V, VIA, VIB, VIC, VIIA, XIF, XIIIA, და XIV სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად.

სალიცენზიო ბლოკების ადგილმდებარეობა მოცემულია თანდართულ რუკაზე.           

 

სალიცენზიო ბლოკებზე შემოტანილი განაცხადები გაიხსნა საჯაროდ 22 მაისს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ოფისში, მისამართზე: საქართველო,      . თბილისი სანაპიროს ქუჩა #2.

 

სატენდერო კომისიის რეკომენდაციისა და სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების  საფუძველზე საუკეთესო განაცხადად მიჩნეულ იქნა:

 

V სალიცენზიო ბლოკი - კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIA სალიცენზიო ბლოკი -კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIB სალიცენზიო ბლოკი - კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIC სალიცენზიო ბლოკი - შპს "სი-ბი-ემ ჯორჯია";

XIF სალიცენზიო ბლოკი -Georgia Oil and Gas Ltd;  Georgia New Ventures Inc

 

აღნიშნული კომპანიები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ სააგენტოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და საბანკო გარანტიები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება თითოეული კომპანიის მიერ ხელმოწერის ბონუსის გადახდა. დოკუმენტაციის და საბანკო გარანტიების წარმოდგენის შედეგ, დაიწყება მოლაპარაკებები პროდუქციის წილობრივი ხელშეკრულების გასაფორმებლად.



2014 © State Agency of Oil and Gas