ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

State Agency of Oil and Gas

საიტის რუკა
8 მაისს სააგენტომ და Jindal Petroleum Georgia Limited-მა IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების დამატებებს მოაწერეს ხელი, რომლებითაც Jindal Petroleum Georgia Limited-მა წილები გადასცა Schlumberger Rustaveli Company Limited-ს (შლუმბერჟე). შლუმბერჟემ იკისრა ვალდებულება იმოქმედოს დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების გრაფიკის შესაბამისად --------- იხილეთ https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/------ see https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/
შემთხვევითი ფოტო
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

 ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოაცხადა ღია საერთაშორისო ტენდერი თავისუფალ სალიცენზიო ბლოკებზე. ტენდერი გამოცხადდა 2017 წლის 3 აპრილს და წინადადებების მიღება დასრულდება 2017 წლის 22 მაისს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით გამოხმაურება პოზიტიურია და ასახავს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის და ქვეყნის, როგორც ენერგიის მწარმოებლის, პოტენციალის მიმზიდველობას. 

მრავალმა საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა სატენდერო პაკეტის მიღების ინტერესი. მათ შორისაა ორი კომპანია, რომელიც უკვე წარმოადგენს ინვესტორს საქართველოს ენერგოსექტორში. ესენია Vectra Petroleum Limited - ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია და კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Frontera Resources.

როგორც ადრე გამოცხადდა, Vectra Petroleum Limited-ი და NauticAWT Energy Pte. Ltd-ი (სინგაპურში დარეგისტრირებული კომპანია,) შეთანხმდნენ, რომ მოახდენდნენ 30 აშშ მილიონი დოლარის ინვესტიციას  მათი საქმიანობის  პირველი სამი წლის განმავლობაში. ახალი ჭაბურღილების გაბურღვისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიები ვარაუდობენ მოპოვების გაზრდას გურიისა და აჭარის რეგიონებში.

Frontera Resources იყო ერთ-ერთი პირველი ინვესტორი საქართველოს ენერგეტიკის სფეროში, რომელმაც ხელი მოაწერა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას 1997 წელს. 2017 წლის 11 აპრილის პრესრელიზით Frontera Resources-მა გამოაცხადა, რომ „შესაძლებელია ელდარის წყების ფორმაციასთან დაკავშირებული კომერციული მოპოვება“, თუმცა ტექნიკური სამუშაოები კომერციული მოპოვების შესაძლებლობის დასადგენად უნდა „გაგრძელდეს“. სახელმწიფო სააგენტო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც წარმოადგენს 1997 წლის ხელშეკრულების მხარეს, ელოდებიან კომპანიისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას.

ამ ფონზე, Schlumberger-ის ჯგუფის კომპანიამ 2017 წლის 8 მაისს შეიძინა 100%-იანი წილი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებში Jindal-ის ჯგუფის კომპანიისაგან, IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე ძებან-ძიებისა და მოპოვების ოპერაციებთან დაკავშირებით. აგრეთვე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ მომართა სააგენტოს საქართველოს ზღვის ბლოკების პერსპექტიულობის თაობაზე. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის ენერგოსექტორით საერთაშორისო კომპანიების მხრიდან დაინტერესების ზრდას.   



2014 © State Agency of Oil and Gas