ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

State Agency of Oil and Gas

საიტის რუკა
8 მაისს სააგენტომ და Jindal Petroleum Georgia Limited-მა IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების დამატებებს მოაწერეს ხელი, რომლებითაც Jindal Petroleum Georgia Limited-მა წილები გადასცა Schlumberger Rustaveli Company Limited-ს (შლუმბერჟე). შლუმბერჟემ იკისრა ვალდებულება იმოქმედოს დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების გრაფიკის შესაბამისად --------- იხილეთ https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/------ see https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/
შემთხვევითი ფოტო
სატენდერო განცხადება



საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და “ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი ეროვნული წესების” თანახმად, 2017 წლის  3 აპრილს აცხადებს ღია საერთაშორისო ტენდერს საქართველოს V, VIA, VIB, VIჩ, VIIA, XIF, XIIIA, და XIV სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად.

სალიცენზიო ბლოკების ადგილმდებარეობა მოცემულია თანდართულ რუკაზე.



სალიცენზიო ბლოკზე შემოტანილი განაცხადები გაიხსნება საჯაროდ ზემოთ მითითებულ დროს, სახელმწიფო სააგენტოს ოფისში, მისამართზე: საქართველო,      ქ. თბილისი სანაპიროს ქუჩა #2.

დამატებითი ინფორმაცია

სახელმწიფო სააგენტოს უფროსისადმი წერილობითი თხოვნის საფუძველზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საინფორმაციო პაკეტები  სალიცენზიო ბლოკებისა და ტენდერის პირობების შესახებ. საინფორმაციო პაკეტის მიღება შესაძლებელია უფასოდ, ელექტრონული ვერსიის სახით DჩD -ზე ან/და მიაწვდის ელექტრონული საფოსტო ყუთის მისამართს, საიდანაც შესაძლებელი იქნება საინფორმაციო პაკეტის ჩამოტვირთვა. სააგენტო უზრუნველყოფს საინფორმაციო პაკეტის მომთხოვნი პირების კურიერით მომსახურებას, თუ მომთხოვნი პირი წინასწარ ან ადგილზევე გადაიხდის კურიერის მომსახურების საფასურს.        

საინფორმაციო პაკეტი მოიცავს: 

ა) სალიცენზიო ფართობის ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;

ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული ბლოკისთვის;  

გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი ბლოკისთვის; 

დ) ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;

ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.

  წერილობითი მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: 

საქართველო, ქ. თბილისი 0105, სანაპიროს ქუჩა #2. 

ტელ: (+995 32) 2253399;  (+995 32) 2253302 

ვებგვერდი: www.saog.gov.ge  

ელ.ფოსტა: info@saog.gov.ge    

საკონტაქტო პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დეპარტამენტის უფროსი

ვაჟა მიქელაძე: v.mikeladze@saog.gov.ge ;    ტელ: +995 595 000 025 

ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი

დალი გაბელაია: d.gabelaia@saog.gov.ge;  ტელ: +995 599 033 043

მრჩეველი ალექსანდრე ჭაბუკიანი: alecocha@gmail.com;  ტელ: +995 595 000 050







2014 © State Agency of Oil and Gas