ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

State Agency of Oil and Gas

საიტის რუკა
8 მაისს სააგენტომ და Jindal Petroleum Georgia Limited-მა IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების დამატებებს მოაწერეს ხელი, რომლებითაც Jindal Petroleum Georgia Limited-მა წილები გადასცა Schlumberger Rustaveli Company Limited-ს (შლუმბერჟე). შლუმბერჟემ იკისრა ვალდებულება იმოქმედოს დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების გრაფიკის შესაბამისად --------- იხილეთ https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/------ see https://www.facebook.com/StateAgencyofOilandGas/
შემთხვევითი ფოტო
მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი რესურსების წლიური ანგარიშის საჯარო განხილვა

საჯარო განხილვას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სამინისტროს, სახელმწიფო სააგენტოს, ნავთობის ეროვნული კომპანიის, მასმედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი 
ექსპერტები.
კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ წარმომადგენელი შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
განხილვის დროს დამსწრეებს გაეცნოთ ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ფრონტერას მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მოყვანილი დასკვნების საფუძველზე: „შეუძლებელი იქნება შეფასებულ ტერიტორიაზე შემდგომი ძებნა- ძიებითი სამუშაოების დასაბუთებულად და მაღალეფექტურად წარმართვა.“
დასკვნის გაცნობის შემდეგ დამსწრეებს შორის გაიმართა მსჯელობა, გაზიარებულ იქნა საექსპერტო დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები და აღინიშნა, რომ ანგარიშში მოყვანილი რესურსების დასადასტურებლად, აუცილებელია კონკრეტული, მიზნობრივი სამუშაოების განხორციელება, თუმცა დღემდე კომპანიას არ წარმოუდგენია სამუშაოთა გეგმა, რომელიც ადეკვატურად მოემსახურებოდა ამ მიზნის მიღწევას.
ფრონტერა ისტერნ ჯორჯია საქართველოში მოღვაწეობს 1997 წლიდან, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების საფუძველზე. მისი სალიცენზიო ფართობი 5060 კმ2 და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს. კომპანია მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებს საბჭოთა პერიოდში აღმოჩენილი 
საბადოებიდან.


2014 © State Agency of Oil and Gas